Saturday, April 17, 2010
მზეც ვარსკვლავია
მთავარი იდეა
მოსწავლეებს ამ პროექტის განხორცილებისას შეექმნებათ პირველი წარმოდგენები კოსმოსისა და ვარსკვლავების შესახებ, გააცნობიერებენ, რომ მზეც ვარსკვლავია ,შეძლებენ მზის ნათების დაკავშირებას ა) დღე–ღამის მონაცვლეობასთან; ბ) სიცოცხლის არსებობასთან, აგრეთვე პლანეტების დასახელებას და სხვა ციური სხეულებისგან ,მათი განმასხვავებელ ნიშმების ჩამოთვლას. კოსმოსის საკვლევი თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ამოცნობასა და მარტივად დახასიათებას.
მნიშვნელობა/აქტუალობა
სწავლების ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სხვადასხვა ცოდნისა და უნა–ჩვევების დაუფლებაში, შეაფასებენ კითხვის ტექნიკას, ჯგუფების მუშაობას, ნამუშევრებს და პრეზენტაციას, განიმტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, საკუთარი აზრის დასაბუთების და მსჯელობის უნარ–ჩვევებს.
მიზნები და შედეგები
მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას მზის სისტემაზე, კოსმოსურ სხეულებზე, შეადარებენ და შეაჯამებენ არსებული და მოპოვებული ინფორმაციით მიღებულ ცოდნას მოიპოვებენ და შექმნიან ისტორიას პლანეტების თემაზე(ზღაპრის, ნახატის სახით). ამ სასწავლო პროექტით მოსწავლეები მიაღწევენ ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ შედეგებს:
III.1.ქ. მოსწავლე ისმენს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.
III.4.ქ. მოსწავლე დამოუკიდებლად (ხმამაღლა/ჩუმად) კითხულობს და იგებს სხვადასვა სახის ტექსტს მისთვის ნაცნობ თემებზე.
III.9.ქ. მოსწავლე დამოუკიდებლად წერს მცირე ზომის ტექსტს, გასაგებად აყალიბებს აზრს, ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტს (ზღაპარი, მოთხრობა)
III.8.ბ. მოსწავლე მარტივად ახასიათებს მზის სისტემას, იყენებს ილუსტრაციებს (მაგ: პლანეტების თემაზე; აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც გამოიყენება კოსმოსში სამოგზაუროდ.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წამატებას დავადგენ: მსჯელობის, წერითი სამუშაოების, კითხვის ტექნიკის, პრეზენტაციის, ჯგუფში წარმოდგენილი ნამუშევრის ხარისხის მიხედვით, შევაფასებ კომენტარებით.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები
მოსწავლეებს აქვთ მცირე წარმოდგენა კოსმოსისა და ვარსკვლავების შესახებ, იციან რომ მზე ბურთივით მრგვალია, გავარვარებულია და სითბოსა და სინათლეს ასხივებს. გამოთქვამენ აზრს, რომ უმზეოდ სიცოცხლე შეუძლებელია, გარკვეული ცოდნა აქვთ პლანეტების შესახებაც.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
გამოვიყენებ გ. კვანტალიანის ავტორობით შედგენილ III კლასის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულს, კალამს, დაფას, ცარცს, თაბახის ფურცლებს, სათამაშო რეზინის ბურთებს, ფანქრებს (ჯგუფების რაოდენობის მიხედვით), პლასტილინს, დიდი ფორმატის ფურცელს, ინფორმატიკის კაბინეტს, პროექტორს,საბავშვო ენციკლოპედიას. მოსწავლეები თვითონაც მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან.
სასწავლო პროექტის მსვლელობა
თემა: გაკვეთილის პროექტი „მზის სისტემა“. ამ პროექტზე მუშაობას დაეთმობა 7 გაკვეთილი.
I გაკვეთილი
1) შესავალი საუბარი (10-12 წთ)
2) ტექსტის კითხვა შეკითხვების დასმით (25-26წთ)
3) ცოდნის გამთლიანება (7-8წთ)
4) გაკვეთილის შეჯამება (3წთ)
II გაკვეთილი
1) სქემის შედგენა მზეზე (7-8წთ)
2) ტექსტის კითხვა წყვილებად კითხვის მეთოდის გამოყენებით (25-27წთ)
3) წყვილებში მუშაობა (10-12წთ)
4) შეჯამება (3წთ)
III გაკვეთილი
1) ჯგუფებში მუშაობა“არეული თანმიმდევრობის მეთოდის გამოყენებით (22-24წთ)
2) ტექსტის კითხვა შეკითხვების დასმით (15-17წთ)
3) სავარჯიშო“დამიტოვეთ სათქმელი’ (6-7წთ)
4) გაკვეთილის შეჯამება (2წთ)
IV გაკვეთილი
1) „ლექსიკონის სქემის შევსება (10წთ)
2) ტექსტის კითხვა სიმბოლოების სქემის გამოყენებით (18-20წთ)
3) ჯგუფებში მუშაობა–მზის ოჯახის მოდელის შექმნა (15წთ)
4) შეჯამება (2წთ)
Vგაკვეთილი
1) თამაში პლანეტების თანმიმდევრობაზე (13-15წთ)
2) მზის სისტემის მოდელის შექმბა (24-25წთ)
3) შეჯამება (5წთ)
IVგაკვეთილი
1) საკლასო დისკუსია (5-6წთ)
2) რაკეტის მოდელის დამზადება (23-25წთ)
3) სქემის შევსება (10-12წთ)
4) შეჯამება (2-3წთ)
VII გაკვეთილი
1) სიტყვებით თამაში (7-8წთ)
2) მუშაობა ჯგუფებში/პრეზენტაცია წერილი თანატოლ უცხოპლანეტელებს (30-32წთ)
3) შეჯამება (4-5წთ)
ამ პროექტის საშუალებით მოვახერხებთ ახალი ცოდნის დამატებას ძველზე და განმტკიცებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment